ზვიად გოგოჭური პარაძიუდოს მსოფლიო თასის გამარჯვებულია
პარაძიუდოისტი ზვიან გოგოჭური (J2 95 კგ.) თბილისის მსოფლიო თასის გამარჯვებულია.
ქართველმა პარასპორტსმენმა ფინალურ ორთაბრძოლაში ფრანგი ლაჩუმანაია იპონით დაამარცხა და ოქროს მედალს დაესაკუთრა.
ამავე წონაში, ბრინჯაოს მედლის მფლობელი ლაშა ყიზილაშვილი გახდა.
რამდენიმე წუთში, ოქროს მედლის მოპოვების შანსი რევაზ ჩიკოიძესაც ექნება, რომელიც ფინალში რუს ალბაგაჩიევს დაუპირისპირდება.