იოზეპ ბლატერი, მიშელ პლატინი
Aa
Aa

ბლატერი და პლატინი შვეიცარიის სასამართლომ კიდევ ერთხელ გაამართლა

იოზეპ ბლატერი და მიშელ პლატინი კიდევ ერთხელ გამართლდნენ - ფიფასა და უეფას ყოფილ პრეზიდენტებს შვეიცარიის ფედერალური პროკურატურა თაღლითობაში, ყალბი საბუთის დამზადებაში და 2 მილიონი დოლარის არასწორ მართვასა და უკანონო მითვისებაში ადანაშაულებდა.

ამავე საქმეზე ბლატერი და პლატინი 2022 წლის ივლისში გაამართლებს, თუმცა პროკურატურამ გადაწყვეტილება გაასაჩივრა და ყოფილი საფეხბურთო ფუნქციონერების 20-თვიანი პირობითი პატიმრობა მოითხოვა. აღსანიშნავია, რომ როგორც ბლატერი, ისე პლატინი ბრალს არც ერთი პუნქტით არ აღიარებდნენ.

რას ეხებოდა საქმე:

ბლატერის გადაწყვეტილებით, 2011 წლის თებერვალში ფიფამ მიშელ პლატინის 2 მილიონი შვეიცარიული ფრანკი გადაუხადა, იმისთვის რომ პლატინი 1998-2002 წლებში ბლატერის მრჩევლად მუშაობდა. გამოძიება ამ საქმეზე თითქმის 10 წლის წინ დაიწყო, რის შემდეგაც როგორც ბლატერს, ისე პლატინის თანამდებობების დატოვება მოუწია.

მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარიის ფედერალურმა სასამართლომ უკვე ორჯერ გაამართლა ყოფილი ფუნქციონერები, დიდი ალბათობით, ბლატერის სახელი ყოველთვის იქნება დაკავშირებული კორუფციასთან, ხოლო პლატინიმ ამ ბრალდებების გამო ფიფას პრეზიდენტად ვერ იყარა კენჭი.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ნახევარწლიანი საფეხბურთო იზოლაცია - ფიფამ ეტო’ო დასაჯა
ნახევარწლიანი საფეხბურთო იზოლაცია - ფიფამ ეტო’ო დასაჯა