ილია თოფურია
Aa
Aa

ილია თოფურიამ ახალი მეტსახელი დაასახელა

UFC-ს ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ ქალაქ ტოლედოში სიტყვით გამოსვლისას, თავისი ახალი მეტსახელი დაასახელა.

ამიერიდან მისი მეტსახელი „ლეგენდა“ (La Leyenda) იქნება, მანამდე კი მას „ელ მატადორი“ ერქვა.

„ელ მატადორი არის სახელი, რომელიც თან სდევდა ჩემს სპორტულ კარიერას და რომლითაც აქამდე მოვედი. ბევრ ადამიანს არ სჯერა რაღაცის, სანამ საკუთარი თვალით არ დაინახავს - მე კი ჯერ მჯერა და შემდეგ ვხედავ, ამიტომ შემდეგ ბრძოლებში ჩემი ახალი სახელი იქნება „ლეგენდა“, - თქვა თოფურიამ.

აღსანიშნავია, რომ ქალაქ ტოლედოს მერიის გადაწყვეტილებით, ერთ-ერთ ქუჩას ილია თოფურიას სახელი მიენიჭება.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა მებრძოლმა ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტული ვაკანტური გახადა და კარიერას მსუბუქ წონაში გააგრძელებს.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება ილიას შემდეგი მეტოქე, მაგრამ მედიაში აქტიურად იწერება მასსა და მსუბუქი წონის ჩემპიონს, ისლამ მახაჩევს შორის პოტენციურ ჩხუბზე.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„საოცარი სპორტსმენია, მაგრამ...“ | ილია თოფურიამ რონალდუზე ისაუბრა
„საოცარი სპორტსმენია, მაგრამ...“ | ილია თოფურიამ რონალდუზე ისაუბრა