ტრენტმა რეალთან 5-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა | ტავოლიერი
ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა „რეალთან“ კონტრაქტი შეათანხმა. ამის შესახებ საშა ტავოლიერი იუწყება.
ცნობილი ჟურნალისტის ინფორმაციით, „ლივერპულის“ მცველის აგენტებმა სამეფო კლუბთან კონტრაქტის პირობების შესახებ პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ტრენტი „რეალთან“ 5-წლიან შეთანხმებას მოაწერს ხელს, რომელიც ძალაში 1 ივლისს შევა - სწორედ იმ დროისთვის გახდება ინგლისელი ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი.
სამეფო კლუბი მზადაა, ალექსანდერ-არნოლდს სეზონზე დაახლოებით 15 მილიონი ევრო გადაუხადოს.
შეგახსენებთ, რომ 26 წლის ფეხბურთელი „ლივერპულის“ აღზრდილია, პირველ გუნდში კი 2016 წლიდან თამაშობს.
დღემდე ყველა ტურნირზე ერთად, ტრენტმა 349 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 22 გოლი გაიტანა და 87 საგოლე გადაცემა შეასრულა.