ილია თოფურია, ჩარლზ ოლივეირა
Aa
Aa

„საჩემპიონო ბრძოლა უნდა დაიმსახუროს“ - ოლივეირამ თოფურიაზე ისაუბრა

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ჩარლზ ოლივეირამ ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველი მებრძოლი საჩემპიონო ბრძოლის მიღებას ჯერ არ იმსახურებს.

რას ამბობს ოლივეირა:

„არ ვფიქრობ, რომ როდესაც ვინმე წონას შეიცვლის, მაშინვე მეორე დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლის მიღებას იმსახურებს. პატივს ვცემ იმას, რაც თოფურიამ ქვემსუბუქ წონაში გააკეთა, მაგრამ ეს მსუბუქი წონაა და აქ თამაშის სხვა წესებია. ამ წონაში ბევრი გამორჩეული მებრძოლია, რომელიც სატიტულო ბრძოლას იმსახურებს, მან კი საკუთარი თავი ჯერ ამ ბიჭების წინაშე უნდა დაამტკიცოს“.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ქვემუსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარი ვაკანტური გახადა და მსუბუქ წონაში ასვლა გადაწყვიტა, სადაც ჩემპიონი ისლამ მახაჩევია. ჯერჯერობით, უცნობია, ვის შეხვდება ქართველი მებრძოლი. რამდენიმე დღის წინ UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა განაცხადა, რომ თოფურიას მეტოქე უახლოეს ორ კვირაში უნდა გაირკვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საოცარი სპორტსმენია, მაგრამ...“ | ილია თოფურიამ რონალდუზე ისაუბრა
„საოცარი სპორტსმენია, მაგრამ...“ | ილია თოფურიამ რონალდუზე ისაუბრა