UFC-ის ყოფილ ჩემპიონს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
Aa
Aa

UFC-ის ყოფილ ჩემპიონს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

კალიფორნიის სასამართლომ, UFC-ის მძიმე წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის ყოფილ მფლობელს, კეინ ველასკესს, 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ამერიკული მედია წერს.

საქმე ეხება მკვლელობის მცდელობასა და თავდასხმას ცეცხლსასროლი იარაღით. საოლქო პროკურორის მოადგილე სასჯელის სახით, 30 წლიდან უვადო პატიმრობას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი პირობით მსჯავრს.

2022 წლის თებერვალში, ველასკესმა ცეცხლი გაუხსნა ავტომობილს, რომელშიც იმყოფებოდა კაცი, რომელიც ყოფილი ჩემპიონის 4 წლის შვილის მიმართ გარყვნილ ქმედებაში იყო ბრალდებული. შედეგად ბოროტმოქმედის მამინაცვალი დაიჭრა, რომელიც ასევე მანქანაში იყო.

შეგახსენებთ, რომ ველასკესი UFC-ის ორგზის ჩემპიონია. პირველად საჩემპიონო ქამარი მან 2011 წელს დაისაკუთრა და ბროკ ლეზნერს აჯობა, თუმცა სატიტულო ბრძოლაში ჟუნიორ დოს სანტოსთან დამარცხდა. 2013 წელს, მან ქამარი დაიბრუნა და იგი ორჯერ დაიცვა, თუმცა ფაბრიციო ვერდუმთან დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მე და ილია აუცილებლად ვიჩხუბებთ, მანამდე კი...“ - ვოლკანოვსკიმ გეგმებზე ისაუბრა
„მე და ილია აუცილებლად ვიჩხუბებთ, მანამდე კი...“ - ვოლკანოვსკიმ გეგმებზე ისაუბრა