ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

კვარა-ოსიმენი პსჟ-ში? პსჟ ტრანსფერზე მუშაობას იწყებს

მიმდინარე წლის ზაფხულში პსჟ-მა შესაძლოა ვიქტორ ოსიმენი დაიმატოს. ამის შესახებ გავლენიანი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი წერს.

მათივე ინფორმაციით, პარიზულ გუნდში გადასვლით ნიგერიელი ფეხბურთელიც არის დაინტერესებული და მისი აგენტები კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

ცნობილი ფრანგული სააგენტო Le 10 Sport-ი აცხადებს, რომ 2022 წელს, „ლილში“ თამაშის პერიოდიდან ოსიმენს პსჟ-ის ამჟამინდელ სპორტულ დირექტორთან, ლუიშ კამპუშთან კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა და პორტუგალიელმა სპეციალისტმა აქამდე მისი გადაბირება რამდენჯერმე სცადა.

მედიაში აქტიურად იწერება, რომ „ნაპოლი“ ვიქტორ ოსიმენის შენარჩუნებას აღარ აპირებს და დიდი ალბათობით, მას მსურველებს 75 მილიონ ევროდ დაუთმობს და იმ შემთხვევაში, თუ პსჟ მის ყიდვას გადაწყვეტს, მაშინ გულშემატკივრები ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე მომაკვდინებელ წყვილს, კვარას და ოსიმენს კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე პარიზში იხილავენ.

შეგახსენებთ, რომ ნიგერიელი ფორვარდი ამჟამად იჯარის წესით თურქეთის სუპერლიგაში, „გალათასარაიში“ თამაშობს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კვარას წასვლა არ უნდა ვინანოთ | კანავაროს აზრით, ხვიჩას შემცვლელი ჰყავთ
კვარას წასვლა არ უნდა ვინანოთ | კანავაროს აზრით, ხვიჩას შემცვლელი ჰყავთ