გალათასარაის ლუნინის ყიდვა სურს
„გალათასარაი“ მადრიდის „რეალისა“ და უკრაინის ნაკრების მეკარის, ანდრეი ლუნინის ყიდვითაა დაინტერესებული. ამის შესახებ Sporx-ი წერს.
გამოცემის წყაროს ინფორმაციით, თურქული კლუბი არ აპირებს კონტრაქტი გაუგრძელოს 38 წლის ფერნანდო მუსლერას, რომელთან ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულში იწურება.
როგორც ცნობილია, ურუგვაელის შემცვლელი კანდიდატების სიაში პირველი სწორედ ლუნინია, რომლის ტრანსფერისთვისაც „გალათასარაი“ მზადაა, მნიშვნელოვანი თანხა დახარჯოს.
Sporx-ი წერს, რომ თურქული კლუბი შეეცდება უკრაინელი იმ ფაქტით დაარწმუნოს, რომ „გალათსარაი“ მუდმივად გამოდის ჩემპიონთა ლიგაზე. ხელმძღვანელობა „რეალთან“ მოლაპარაკებების დაწყებას უახლოეს დღეებში აპირებს.
მანამდე დაიწერა, რომ ლუნინის მიმართ ინტერესს იჩენენ აგრეთვე „მანჩესტერ იუნაიტედი“, პსჟ და „ბაიერნი“.
შეგახსენებთ, რომ უკრაინელი გოლკიპერი „რეალში“ 2018 წლიდან თამაშობს, მისი კონტრაქტი კი 2030 წლის ივნისამდეა გათვლილი.
მიმდინარე სეზონში, ლუნინმა ყველა ტურნირზე 10 მატჩი ჩაატარა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 20 მილიონი ევროა.