გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

სომხეთთან მატჩში დააკვირდნენ | ტრაბზონსპორი ქოჩორაშვილის ტრანსფერზე ფიქრობს

„ლევანტეს“ ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ქოჩორაშვილი ევროპული კლუბების რადარებზე იმყოფება. რამდენიმე საათის წინ, ცნობილმა სატრანსფერო ექსპერტმა, ეკრემ კონურმა გვაცნობა, რომ მისით „ნაპოლი“ და „სპორტინგი“ ინტერესდებიან, ახლახან კი, „ქოჩოს“ კიდევ ერთ მსურველზე დაიწერა.

Aspor-ის ინფორმაციით, ქოჩორაშვილს „ტრაბზონსპორი“ დააკვირდა. თურქული კლუბის მთავარი მწვრთნელი, ფატიჰ თექე შემადგენლობის გაძლიერებას აპირებს და სანაკრებო პაუზისას, ის ფეხბურთელები შეაფასა, რომლებიც „ტრაბზონსპორის“ სიაში აქამდეც ყოფილან.

Aspor-ის ცნობით, თექემ საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების პირველ შეხვედრას ადევნა თვალი, რომელშიც ქოჩორაშვილმა გოლი გაიტანა. „ტრაბზონსპორს“ კონკრეტული ნაბიჯი ჯერ არ გადაუდგამს და ხვდება, რომ „ლევანტეს“ ნახევარმცველის გადაბირება მარტივი არ იქნება. თუმცა, Fotomac-ი წერს, რომ თექე ესპანეთში ჩასვლას უახლოეს დღეებში გეგმავს.

ცნობისთვის, ქოჩორაშვილს „ლევანტესთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი სატრანსფერო ღირებულება 4 მილიონი ევროა და კონურის ინფორმაციით, გიორგის მსურველი კლუბები მზად არიან, მის სანაცვლოდ 7-10 მილიონი ევრო გადაიხადონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაკრებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო“ - BBC ჩაკვეტაძის თამაშს ეხმაურება
„ნაკრებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო“ - BBC ჩაკვეტაძის თამაშს ეხმაურება