თურქი გარემარბი პსჟ-ში? | რა ტრანსფერს ამზადებს ჟორჟე მენდეში
გამოცემა PSG Talk-ი პარიზული კლუბის ბოლო წლების სატრანსფერო პოლიტიკას მიმოიხილავს და ერთ-ერთ პოტენციური ტრანსფერის შესახებ წერს.
„პარი სენ-ჟერმენმა“ ბოლო სატრანსფერო ფანჯრების განმავლობაში ფსონი ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელებზე გააკეთა, რომლებსაც დიდი პოტენციალი აქვთ - მაგალითად, იანვარში პარიზელების შემადგენლობა ხვიჩა კვარაცხელიამ გააძლიერა.
კვარამდე იყვნენ ვილიან პაჩო და ჟოაო ნევეში, ხოლო მიმდინარე წლის ზაფხულში პარიზულმა გრანდმა შესაძლოა კიდევ ერთი ამომავალი ვარსკვლავი დაიმატოს.
საუბარია „იუვენტუსის“ გარემარბ კენან ილდიზზე, რომლის აგენტიც ჟორჟე მენდეშია. იტალიური მედიის ცნობით, რამდენიმე დღის წინ პორტუგალიელი აგენტი თურქი ფეხბურთელის მშობლებს შეხვდა და ილდიზის დამატებით დაინტერესებული კლუბების სია გააცნო.
არსებული ინფორმაციით, „პარი სენ-ჟერმენი“, „მანჩესტერ სიტი“ და „ჩელსი“ მზად არიან, 19 წლის ფეხბურთელში 80-90 მილიონი ევრო გადაიხადონ“.
ცნობისთვის, ილდიზი ტურინულ კლუბს 2022 წელს შეუერთდა, პირველ გუნდში დებიუტი კი 2023 წლის აგვისტოში ჰქონდა. საერთო ჯამში „ბებერი სინიორას“ მაისურით ილდიზმა 41 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე უკვე 6 გოლი და 4 საგოლე პასია.