საბა გოგლიჩიძე, გიორგი შაშიაშვილი
Aa
Aa

„გოგლიჩიძე მალე გრანდში ითამაშებს“ - შაშიაშვილი საბას დებიუტზე

მთლიანად გუნდის უმაღლესი დონის თამაშის გარდა, საქართველოს ნაკრების ბოლო ორი მატჩის ერთ-ერთი პოზიტივი საბა გოგლიჩიძე გახდა. ერევანში გამართულ თამაშში დისკვალიფიცირებული გურამ კაშიას არყოფნაში, სასტარტოში თამაში სწორედ „ემპოლის“ 20 წლის მცველმა დაიწყო და გაცემული ავანსები იმდენად გაამართლა, რომ ვილი სანიოლმა მას ნდობა საპასუხო შეხვედრაშიც გამოუცხადა და დაბრუნებულ კაშიას სწორედ საბა შეუწყვილა. გოგლიჩიძის ასპარეზობით Crystalsport-თან საუბარში ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი შაშიაშვილმა აღფრთოვანება ვერ დამალა.

რას ამბობს შაშიაშვილი

ჯერ კიდევ საქართველოში, ქუთაისის „ტორპედოში“ როდესაც თამაშობდა, მაშინ ვთანხმდებოდით ყველა, რომ საბას წინ დიდი მომავალი ჰქონდა. თუმცა, უნდა ვაღიარო - ნაკრებში მისმა დებიუტმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

ის სწრაფი აზროვნებითა და ბურთის ართმევის საოცარი უნარით გამოირჩევა. გარდა ამისა, ნერვიულობა ოდნავადაც არ ეტყობოდა - არ დამავიწყდება მეორე ტაიმში ერთი ეპიზოდი, როდესაც ერთ-ერთ მოწინააღმდეგეს ბურთი თავზე გამოცდილი მცველივით გადაუგდო. დარწმუნებული ვარ, მას „ემპოლიში“ დიდხანს არავინ დატოვებს და სულ მალე კარიერას გრანდში განაგრძობს.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, სიტყვები არ მყოფნის იმდენად კმაყოფილი ვარ. ეს არის ვილი სანიოლისა და ფეხბურთელების თავდაუზოგავი შრომის შედეგი. არ არის იოლი, სომხეთისნაირ პრინციპულ მეტოქესთან მოედანზე გახვიდე და ასე იოლად გაიმარჯვო.

2001-2010 წლებში გიორგი შაშიაშვილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 32 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა, რომელიც არამხოლოდ მას, არამედ ფეხბურთის თითოეულ ქართველ გულშემატკივარს დაამახსოვრდა - 2006 წლის 11 ოქტომბერს, ამპლუით მარჯვენა მცველმა ლეგენდარული ჯანლუიჯი ბუფონის კარი უძლიერესი დარტყმით აიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უმაღლესი დონის გუნდი გვყავს“ - სირაძე ნაკრების თამაშს აფასებს
„უმაღლესი დონის გუნდი გვყავს“ - სირაძე ნაკრების თამაშს აფასებს