გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

„ნაკრებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო“ - BBC ჩაკვეტაძის თამაშს ეხმაურება

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა BBC საქართველოს ნაკრებში გიორგი ჩაკვეტაძის თამაშს ეხმაურება. უოტფორდისა და ჩვენი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა სომხეთის ნაკრებთან ერთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში გოლის გატანა შეძლო, რაც BBC-ის შეუმჩნეველი არ დარჩენია.

რას წერს BBC ჩაკვეზე:

„კვირას საქართველოს ნაკრების ბომბარდირთა შორის გიორგი ჩაკვეტაძეც იყო, რომელმაც თავის გუნდთან ერთად გამარჯვებით ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა. პლეი-ოფის საპასუხო მატჩში საქართველომ სომხეთთან 6:1 მოიგო, ორი მატჩის ჯამში კი 9:1 გაიმარჯვა.

ჩაკვეტაძე თავის გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მან მასპინძელთა სასარგებლოდ მესამე გოლი გაიტანა, მისმა გუნდმა კი პირველი ტაიმი 5:0 მოიგო. ქართველმა ნახევარმცველმა ეროვნულ ნაკრებში მე-10 გოლი გაიტანა.

ახლა გიორგი „უოტფორდს“ დაუბრუნდება და შაბათს, „პლიმუტთის“ წინააღმდეგ პლეი-ოფის ზონისთვის ბრძოლას გააგრძელებს“.

ცნობისთვის, გიორგი ჩაკვეტაძეს საქართველოს ნაკრებში 10 გოლი და 10 საგოლე გადაცემა დაუგროვდა ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩვენს გუნდში ორმაგ შედეგს მიაღწია.

საქართველოს ნაკრებმა ორი მატჩის ჯამში სომხეთი 9:1 დაამარცხა და შესაბამისად, ერთა ლიგის მომდევნო სეზონში კვლავ B ლიგაში იქნება.  ვილი სანიოლის გუნდს მომდევნო შეხვედრები მიმდინარე წლის ივნისში ელის, რომელიც ამხანაგური ხასიათის იქნება, სექტემბრიდან კი ჩვენი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპში ჩაერთვება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გიორგის ლიონში აღარავინ გააჩერებს“ - აშვეთია მიქაუტაძის თამაშზე
„გიორგის ლიონში აღარავინ გააჩერებს“ - აშვეთია მიქაუტაძის თამაშზე