დიდიე დეშამი
Aa
Aa

„საფრანგეთში არავინ მაფასებს“ - დეშამი თანამემამულეებზე ნაწყენია

დიდიე დეშამმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი საფრანგეთის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მისთვის ბოლო დიდი სანაკრებო ტურნირი იქნება, რის შემდეგაც თანამდებობას დატოვებს. სად განაგრძობს კარიერას, ან აპირებს თუ არა პროფესიაში გარკვეულხნიანი პაუზის აღებას, ამის თაობაზე „სამფეროვნების“ თავკაცს კონკრეტული არაფერი უთქვამს, თუმცა ისეთი განცხადება მაინც გააკეთა, რაზეც ძალიან ბევრი გულშემატკივარი დაფიქრდებოდა.

დიდიე დეშამი

ამას პირველად ვამბობ და შეიძლება აჯობებდა, რომ დიდი ხნის წინაც მეთქვა - საზღვარგარეთ გაცილებით უფრო მეტად მაფასებენ, ვიდრე საფრანგეთში. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგომის შემდეგ, სამშობლოდან წინადადებებს არ განვიხილავ. მოვიგე მსოფლიოს ჩემპიონატი, გავიმარჯვე ერთა ლიგაზე და მაინც მიუხედავად ამისა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ფეხბურთში ვერ ვერკვევი.

ცნობისათვის, დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრების დამრიგებლის პოზიციაზე 2012 წლის 8 ივლისიდან მუშაობას და მას შემდეგ ფრანგებმა მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 167 მატჩიდან 106 მოიგეს, 34 ფრედ დაასრულეს და 27-ში დამარცხდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„14 წელი დიდი დროა“ - დეშამმა ნაკრებიდან წასვლა დააანონსა
„14 წელი დიდი დროა“ - დეშამმა ნაკრებიდან წასვლა დააანონსა