კონორ მაკგრეგორი
Aa
Aa

მაკგრეგორს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება - Irish Inependent

MMA-ს ცნობილი მებრძოლსა და UFC-ს ორგზის ყოფილ ჩემპიონს, კონორ მაკგრეგორს თავისუფლების 7 წლით აღკვეთა ემუქრება. ამის შესახებ Irish Inependent-ი წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, ირლანდიის სახელმწიფო ბრალდების დირექტორმა ყურადღებით შეისწავლა მაკგრეგორის პოსტი, რომელიც მან 2023 წლის ნოემბერში, დუბლინში მომხდარი არეულობის წინ, სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა და სადაც ის მიგრანტებზე წერდა.

ქვეყნის მთავრობა მიიჩნევს, რომ მებრძოლის მოწოდებამ შესაძლოა ირლანდიელების მხრიდან ძალადობა წაახალისა. ირლანდიური კანონმდებლობის თანახმად, სიძულვილის გაღვივება 7-წლიანი პატიმრობით ისჯება.

როგორც მედია წერს, ამ დროისთვის მაკგრეგორისთვის ბრალდება არ წაუყენებიათ, რადგან გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, კონორმა განაცხადა, რომ ირლანდიის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ჯობს ჩუმად იყო“ - თოფურიამ ოლივეირას მიმართა
“ჯობს ჩუმად იყო“ - თოფურიამ ოლივეირას მიმართა