ილია თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„მე და ილია აუცილებლად ვიჩხუბებთ, მანამდე კი...“ - ვოლკანოვსკიმ გეგმებზე ისაუბრა

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონობის კანდიდატმა, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ ბაიკლ ბისპინგთან და პოლ ფელდერთან ერთობლივ პოდკასტში ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა განაცხადა, რომ „მატადორთან“ რემატჩი სურდა, თუმცა საბოლოოდ, ყველაზე საუკეთესო ვარიანტი მიიღო, რაც დიეგო ლოპესთან საჩემპიონო ჩხუბს გულისხმობს.

რას ამბობს ვოლკანოვსკი:

„ილია თოფურიას გადაწყვეტილების შესახებ დენა უაითისგან გავიგე. მან მითხრა, რომ ჩემპიონის ქამარი ვაკანტური ხდებოდა. ამის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი მეტოქე დიეგო ლოპესი იქნებოდა, რადგან ილიას გადაწყვეტილებამდე 2 კვირით ადრე სწორედ მასთან ჩხუბი შემომთავაზეს“.

„რა თქმა უნდა, მიზანი ილიასთან რემატჩი იყო და მისმა გადაწყვეტილებამ გამაკვირვა, მაგრამ არა უშავს. ნებისმიერთან ჩხუბისთვის მზად ვარ. მიხარია, რომ ეს შესაძლებლობა მომეცა, ილიას კი თუ ახლა არ სურს ჩხუბი, ამას მოგვიანებით აუცილებლად გავაკეთებთ. მანამდე, ჩემი მიზანი ქამრის დაბრუნება და 2025 წელს ორჯერ დაცვა იქნება“.

„ილიას და ისლამის ჩხუბი? არ ვიცი, ეს ბრძოლა შედგება თუ არა. როდესაც ილიამ წონა შეიცვალა, მას გარკვეული გარანტიებიც ექნებოდა, მაგრამ არის თუ არა ეს გარანტია ისლამთან ჩხუბი, ჯერ არ ვიცი. მის გადაწყვეტილებაზე კი ვერაფერს ვიტყვი, თუ ჩათვალა, რომ ქვემსუბუქ წონაში საქმე აღარ აქვს, მაშინ ამის ნამდვილად სჯერა და ახლა ძალების გამოცდა მსუბუქ წონაში სურს“.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ქვემუსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარი ვაკანტური გახადა და მსუბუქ წონაში ასვლა გადაწყვიტა, სადაც ჩემპიონი ისლამ მახაჩევია. ჯერჯერობით, უცნობია, ვის შეხვდება ქართველი მებრძოლი. რამდენიმე დღის წინ UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა განაცხადა, რომ თოფურიას მეტოქე უახლოეს ორ კვირაში უნდა გაირკვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები