ონანა შესაძლოა საუდის არაბეთში გადავიდეს - The Sun
ანდრე ანანამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, შესაძლოა „მანჩესტერ იუნაიტედი“ დატოვოს. ამის შესახებ The Sun-ი წერს.
წყაროს ინფორმაციით, 28 წლის კამერუნელი მეკარით საუდის არაბეთის ერთ-ერთი კლუბია დაინტერესებული.
შეგახსენებთ, რომ ონანა „წითელ ეშმაკებში“ 2023 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე 40 მატჩი ჩაატარა.
Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 32 მილიონი ევროა. „იუნაიტედთან“ მისი კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.