შოჰეი ონო
Aa
Aa

ონოს მასტერკლასი ქართველ მოზარდებს - ლეგენდარული იაპონელი საქართველოშია

ლეგენდარული იაპონელი ძიუდოისტი შოჰეი ონო საქართველოში იმყოფება. ორგზის ოლიმპიურმა და სამგზის მსოფლიო ჩემპიონმა თბილისის გრანდ სლემზე ჩატარებული შეხვედრებისთვის თვალყურის მიდევნების შემდეგ, დღეს რუსთავის სპორტის სასახლეში ძიუდოს მასტერკლასი ჩაატარა რომელშიც საქართველოს ყველა რეგიონის სპორტსმენი მონაწილეობდა.

ონო საქართველოში ვეტერანი ძიუდოისტების, ვარლამ ლიპარტელიანისა და ავთანდილ ჭრიკიშვილის მოწვევით პირველად ჩამოვიდა. იაპონელმა კარიერა 30 წლის ასაკში დაასრულა, ამჟამად კი მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობს და ძიუდოს მასტერკლასებს ატარებს. ონო სამშობლოში ხვალ გაემგზავრება.

შეგახსენებთ, რომ შოჰეი ონომ, რომელიც 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და ლაშა შავდათუაშვილის ერთ-ერთი კონკურენტი იყო, ოლიმპიურ თამაშებზე ზედიზედ ორჯერ, 2016 წელს რიო დე-ჟანეიროში და 2020-ში ტოკიოში გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
“ამაყი ვარ“ - შავდათუაშვილი თბილისის გრანდ სლემზე გამარჯვების შემდეგ
“ამაყი ვარ“ - შავდათუაშვილი თბილისის გრანდ სლემზე გამარჯვების შემდეგ