ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„ნაკრებში ორივე ბრწყინავდა“ - Lequipe კვარაზე და მიქაუტაძეზე

გავლენიანი ფრანგული გამოცემა Lequipe ერთა ლიგაში საქართველოს ნაკრების საპლეიოფო თამაშებს ეხმაურება. გამოცემის ჟურნალისტი ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის შესახებ წერს და სომხეთის წინააღმდეგ ქართველი შემტევების კარგ თამაშს განიხილავს.

რა წერია სტატიაში:

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი-ოფში სომხეთის ნაკრებთან შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა ფეხბურთელებმა სტუმრად 3:0 მოიგეს, თბილისში კი 6:1 გაიმარჯვეს. გიორგი მიქაუტაძემ და ხვიჩა კვარაცხელიამ თავის ნაკრებში კვლავ გაიბრწყინეს.

მიქაუტაძე საოცარ ფორმაშია. ლიონის ფორვარდმა თბილისში დუბლი შეასრულა, ბოლო 4 მატჩში კი 7 გოლის გატანა შეძლო, რაც როგორც კლუბს, ისე მის ნაკრებსაც ძალიან დაეხმარა. მიქაუტაძე საქართველოს B დივიზიონში ადგილის შენარჩუნებაში თავისი წვლილი შეიტანა.

ამ მატჩში უმეტესად ვილი სანიოლის გუნდი დომინირებდა. მიქაუტაძემ პირველი გოლი მე-14 წუთზე, ფაქტობრივად პირველივე დარტყმით თერთმეტმეტრიანის ტერიტორიის მისადგომებიდან გაიტანა, შემდეგ კი სომეხთა დაცვის შეცდომით ბრწყინვალედ ისარგებლა და ბრწყინვალე შესრულებით ანგარიში 5:0 გახადა.

მას არც ხვიჩა კვარაცხელია ჩამორჩა. პსჟ-ს გარემარბმა სომხეთის კარში მეექვსე გოლი გაიტანა და მათ განადგურებას წერტილი დაუსვა. ამასთან, მან საქართველოს კიდევ სამ გოლში მიიღო მონაწილეობა, მეოთხეს ეპიზოდში კი გადამწყვეტი პასი შეასრულა.

საქართველოს ნაკრებმა ორი მატჩის ჯამში სომხეთი 9:1 დაამარცხა და შესაბამისად, ერთა ლიგის მომდევნო სეზონში კვლავ B ლიგაში იქნება.  ვილი სანიოლის გუნდს მომდევნო შეხვედრები მიმდინარე წლის ივნისში ელის, რომელიც ამხანაგური ხასიათის იქნება, სექტემბრიდან კი ჩვენი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპში ჩაერთვება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გიორგის ლიონში აღარავინ გააჩერებს“ - აშვეთია მიქაუტაძის თამაშზე
„გიორგის ლიონში აღარავინ გააჩერებს“ - აშვეთია მიქაუტაძის თამაშზე