ლუკა დონჩიჩი
Aa
Aa

ლეიკერსშიც საქმეს შეუდგა - დონჩიჩის რეკორდი ახალ კლუბში

„დალას მავერიქსში“ სუპერშედეგიანი ასპარეზობის შემდეგ, ლუკა დონჩიჩი როგორც ჩანს შეჩერებას არ აპირებს და იგივე ტემპით განაგრძობს ქულების დაგროვებას. ამის კარგი მაგალითი გახლდათ „ლეიკერსის“ უკანასკნელი მატჩი, სადაც სლოვენიელმა გამთამაშებელმა და მისმა თანაგუნდელებმა საკუთარ დარბაზში „ჩიკაგოსთან“ 115:146 წააგეს, თუმცა ამაში ყველაზე ნაკლები ბრალი 26 წლის ლუკას მიუძღვოდა, რომელმაც 34 ქულასთან ერთად, 8 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

ამ თამაშის შემდეგ დონჩიჩი გახდა „ლეიკერსის“ ისტორიაში კალათბურთელი, რომელსაც მინიმუმ ხუთ მატჩში 30 პლუს ქულის, 5 პლუს მოხსნისა და 5 პლუს ასისტის დააგროვებისთვის ყველაზე ნაკლები, 16 შეხვედრის ჩატარება დასჭირდა. 70 შეხვედრიდან 43 მოგებითა და 27 წაგებით ლოს-ანჯელესის კლუბი დასავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა.

ლუკა დონჩიჩი „ლეიკერსს“ რამდენიმე თვის წინ შეუერთდა და მიმდინარე სეზონში ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ის საშუალოდ  27.6 ქულას, 8.5 მოხსნასა და 7.8 შედეგიან გადაცემას აგროვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
16 წუთში 13 ქულა დააგროვა | მამუკელაშვილის სან ანტონიომ ტორონტო გაანადგურა
16 წუთში 13 ქულა დააგროვა | მამუკელაშვილის სან ანტონიომ ტორონტო გაანადგურა