საბა ბაღდავაძე პარაძიუდოში თბილისის მსოფლიო თასის გამარჯვებულია
Aa
Aa

საბა ბაღდავაძე პარაძიუდოში თბილისის მსოფლიო თასის გამარჯვებულია

ქართველმა ფალავანმა, საბა ბაღდავაძემ (-81კგ), თბილისი 2025 პარაძიუდოში მსოფლიო თასის გათამაშებაზე, საქართველოს ნაკრებს მეორე ოქროს მედალი მოუტანა.

ქართველმა პარასპორტსმენმა ფინალში თურქი მოწინააღმდეგე დაამარცხა.

მედალი მოიპოვა ასევე ბაჩუკი შელიამ. (-81კგ). ის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

პარიზის პარალიმპიური თამაშების შემდეგ, თბილისის მსოფლიო თასი, პარალიმპიადის პირველი საკვალიფიკაციო ტურნირია, რომელიც საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, საქართველოს სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სომეხ გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი“ - ვანტ სხიპი საქართველოსთან მარცხის შემდეგ
„სომეხ გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი“ - ვანტ სხიპი საქართველოსთან მარცხის შემდეგ