შარაბუტდინ მაგომედოვი
Aa
Aa

ამ ჩხუბზე უარი უნდა მეთქვა - შარა პეიჯთან მარცხზე

1 თებერვალს შარაბუტდინ მაგომედოვსა და მაიკლ პეიჯს შორის გამართული ბრძოლის ფავორიტად რუსი მებრძოლი მიიჩნეოდა, მაგრამ მისმა მეტოქემ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა. მათი დაპირისპირებიდან თითქმის ორი თვეა გასული და მარცხის მიზეზებზე შარამ დეტალურად მხოლოდ ახლა ისაუბრა.

რას ამბობს მაგომედოვი

თავდაპირველად ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მოგიყვებით. კომპლექსური პრობლემები მაქვს - ერთ დაზიანებას რომ მოვირჩენ, მეორე იჩენს თავს. ჯერ კიდევ ვმუშაობთ კისრის მალის პრობლემებზე - პეიჯთან ჩხუბის დროს ხელები გამეთიშა, ნაწლავების ტკივილის გამო კი ფეხებში ძალა წამერთვა.

იცით რა არის ჩემი მთავარი იარაღი ბრძოლების დროს? ინტენსივობა და ის გაუსაძლისი წნეხი და ზეწოლა, რასაც თითოეულ მოწინააღმდეგეზე ვახდენ. პეიჯთან ბრძოლის წინ კი იმდენად ცუდად ვიყავი, ამ დაპირისპირებაზე უარი უნდა მეთქვა, თუმცა მებრძოლს ჩხუბის წინ მსგავსი აზრები თავში არ მოსდის, ახლა კი ვხვდები, რომ სერიოზული შეცდომა დავუშვი.

ცნობისათვის, შარაბუტდინ მაგომედოვის სამწვრთნელო შტაბის ერთ-ერთ წევრმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ პეიჯთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, შარას ღებინება ჰქონდა, თუმცა ბოლო მომენტამდე იმედს იტოვებდა, რომ მომჯობინებას შეძლებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ის საჩემპიონო ჩხუბს იმსახურებს“ – კორმიემ ბრედი დაახასიათა
„ის საჩემპიონო ჩხუბს იმსახურებს“ – კორმიემ ბრედი დაახასიათა