გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

მამარდასა და კვარას ფასმა დაიკლო | მიქაუტაძესა და დავითაშვილს პროგრესი აქვთ

ცნობილმა სამენეჯერო სააგენტომ, Transfermarkt-მა ფეხბურთელთა ფასები განაახლა და ცვლილებები ქართველ მოთამაშეებსაც შეეხოთ. გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარე აღარაა, დაიკლო ხვიჩა კვარაცხელიას ფასმაც, გიორგი მიქაუტაძესა და ზურიკო დავითაშვილს კი პროგრესი აქვთ.

2024 წლის ზაფხულში, „მამარდას“ ფასი 45 მილიონი ევრო იყო. ეს რიცხვი იმავე წლის დეკემბერში 40-მდე ჩამოვიდა, ბოლო განახლებით კი 30 მილიონი გახდა. მამარდაშვილი Transfermarkt-ზე მერვე ყველაზე ძვირადღირებული გოლკიპერია. მასზე წინ დოგუ კოშტა, დავიდ რაია, გრეგორ კობელი, ჯანლუიჯი დონარუმა, გულიელმო ვიკარიო, მაიკ მენიო და ანდრე ონანა იმყოფებიან.

დაიკლო კვარაცხელიას ფასმაც. 2024 წლის დეკემბერში, „კვარა“ 85 მილიონ ევროდ იყო შეფასებული, ახლა კი მისი ღირებულება 80 მილიონია. ქართველი გარემარბი კვლავინდებურად ლიგა 1-ისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია.

გიორგი მიქაუტაძესა და ზურიკო დავითაშვილს პროგრესი აქვთ. მიქაუტაძე 18 მილიონიდან 20 მილიონამდე ავიდა, დავითაშვილის ღირებულება კი 8 მილიონი ევროდან 10-მდე გაიზარდა და „სენტ-ეტიენის“ ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსგავსი ქმედება მიუღებელია | კობიაშვილი მატჩის შემდეგ მომხდარ ინციდენტზე
მსგავსი ქმედება მიუღებელია | კობიაშვილი მატჩის შემდეგ მომხდარ ინციდენტზე