„ჩემს დონეზე არავინაა“ | თოფურია დარწმუნებულია, რომ მსუბუქი წონის ჩემპიონი გახდება
ილია თოფურიამ Men’s Health-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა და მსუბუქ წონით დივიზიონში გადასვლას გამოეხმაურა. „ელ მატადორი“ დარწმუნებულია, რომ საჩემპიონო ქამარს დაისაკუთრებს და აცხადებს, რომ მის დონეზე არავინ იმყოფება.
„უკვე მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი ვარ და ამ საკითხთან მიმართებით, აშკარა პოზიცია მაქვს. ასე რომ არ იყოს, წონას არ შევიცვლიდი. საკუთარ წარმატებაში დარწმუნებული რომ არ ვიყო, ქვემსუბუქ წონით დივიზიონს არ დავტოვებდი. მსუბუქ წონაში, ჩემს დონეზე არავინაა.
მოტივირებული და აღფრთოვანებული ვარ, რადგან წინ ახალი თავგადასავალი მელოდება. ხალხს ჯერ კიდევ არ ესმის, რომ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის დატოვების მიზეზი გახლავთ ის, რომ მსუბუქში წონას უმარტივესად ჩავაბარებ. ჩემი ორგანიზმი ამ წონით დივიზიონს ეკუთვნის. ასე რომ, ერთზე მეტ მეტოქეს მოუწევს პრობლემებთან დაჯახება და დარწმუნებული ვარ, მათ ვერ გადაჭრიან. ამ ყველაფრის პირადად ნახვა უფრო სანახაობრივი და საინტერესო იქნება“.
შეგახსენებთ, რომ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი ისლამ მახაჩევია, რომელიც UFC-ის Pound for Pound რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს. UFC-ის აღმასრულებელი დირექტორის, დენა უაითის თქმით, ორგანიზაციის გეგმები, ილიასთან დაკავშირებით, 3-4 კვირაში გახდება ცნობილი.