არდა გიულერი, დომინიკ სობოსლაი
Aa
Aa

გიულერის ჟესტი და სობოსლაის პასუხი | დაძაბულობა უნგრეთი-თურქეთის მატჩისას

თურქეთის ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის A დივიზიონში დაწინაურდა. პლეიოფში, ვინჩენცო მონტელას გუნდის მეტოქე უნგრეთი გახლდათ. თურქებმა მეტოქეს ორივე თამაში მოუგეს და ორი მატჩის ჯამში, 6:1 გაანადგურეს.

საპასუხო შეხვედრა უნგრეთში გაიმართა და თურქეთმა 3:0 იმარჯვა. ერთ-ერთ ეპიზოდში, თურქეთისა და უნგრეთის ნაკრებების ლიდერებს, არდა გიულერსა და დომინიკ სობოსლაის მცირე დაპირისპირება მოუვიდათ. გიულერმა საჩვენებელი თითი ტუჩებთან მიიტანა და სობოსლაის მოუწოდა, დადუმებულიყო.

აღნიშნული მომენტი კამერებმა დააფიქსირეს და ფოტომ სოციალური ქსელები მოიარა. ეპიზოდი ერთ-ერთმა უნგრულმა სპორტულმა არხმა თავის გვერდზე, პოსტად გამოაქვეყნა და ასეთი წარწერა დაურთო: „გიულერმა სობოსლაის უთხრა, ჩუმად იყოს“.

„ლივერპულის“ ფეხბურთელს თურქი ახალგაზრდას ჟესტი უპასუხოდ არ დაუტოვებია. უნგრული სპორტული გამოცემის გვერდზე, სობოსლაიმ კომენტარი დატოვა და რიცხვი 1088 დაწერა. ეს შემთხვევითობა არაა და გიულერს „რეალის“ მაისურით, მიმდინარე სეზონში 1088 წუთი აქვს ნათამაშები. სობოსლაიმ ამით არდას მიანიშნა, რომ „ბლანკოსში“ სათადარიგოთა სკამზე ზის და სათამაშო დრო არ ეძლევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვიცი, რამდენად კარგი მეკარეა და არ ვღელავ“ | ლივერპულის ექს-გოლკიპერი მამარდაზე
„ვიცი, რამდენად კარგი მეკარეა და არ ვღელავ“ | ლივერპულის ექს-გოლკიპერი მამარდაზე