კრიშტიანუ რონალდუ, ილია თოფურია
Aa
Aa

„საოცარი სპორტსმენია, მაგრამ...“ | ილია თოფურიამ რონალდუზე ისაუბრა

ილია თოფურიამ Men’s Health-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა და ბევრ საინტერესო თემაზე ილაპარაკა. ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც „ელ მატადორი“ შეეხო, კრიშტიანუ რონალდუს კომენტარი გახლდათ, რომელიც მან ილიასა და მაქს ჰოლოუეის ორთაბრძოლასთან დაკავშირებით გააკეთა.

„კრიშტიანუ საოცარი სპორტსმენი და ბრწყინვალე ათლეტია, მაგრამ იყო რაღაც, რაც გაეპარა. ვერ ამიხსნია, ჟურნალისტებთან და მედიასთან ამხელა გამოცდილების მქონე ადამიანი მახეში როგორ გაება და როგორ ილაპარაკა პიროვნებაზე, რომელსაც პირადად არ იცნობს.

დარწმუნებული ვარ, ამ აზრზე არ იქნებოდა, პირადად რომ შევხვედრილიყავით. 100 პროცენტით შემიძლია გითხრათ, რომ სხვა პოზიცია ექნებოდა. ასე რომ, მედიის მახეში გაბმა და იმის თქმა, რომ თოფურია ბევრს ლაპარაკობს... იგივე მას რომ დამართოდა, ამაზე ბევრს ისაუბრებდნენ და ალბათ, ძალიან არ მოეწონებოდა“.

ცნობისთვის, მაქს ჰოლოუეისთან ჩხუბამდე, სოციალურ ქსელში გავრცელდა რონალდუს კომენტარი, რომელიც ამბობს: „თოფურია ძალიან ბევრს ლაპარაკობს... ვფიქრობ, როდესაც მან ვოლკანოვსკი დაამარცხა, ვოლკი ისლამთან დანოკაუტების შემდეგ, სრულად არ იყო მზად. ილიას საუკეთესო მებრძოლებთან არ უჩხუბია. თუ ის მაქს ჰოლოუეის მოუგებს, მას მაშინ ვაღიარებ. მაქსი არასოდეს დანოკაუტებულა. ამიტომ თოფურიას მასთან გაუჭირდება“.

„ელ მატადორს“ რონალდუს კომენტარი უყურადღებოდ არც მაშინ დაუტოვებია. თოფურიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა: „შენგან არ ველოდი, რომ ქედმაღლობას და თვითრწმენას ვერ განასხვავებდი“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან სახიფათო მებრძოლია“ | რა თქვა ჯო როგანმა ილია თოფურიაზე
„ძალიან სახიფათო მებრძოლია“ | რა თქვა ჯო როგანმა ილია თოფურიაზე