კვარას წასვლა არ უნდა ვინანოთ | კანავაროს აზრით, ხვიჩას შემცვლელი ჰყავთ
„ნაპოლის’’ ყოფილმა ფეხბურთელმა პაოლო კანავარომ Sport Mediaset-თან ინტერვიუში ანტონიო კონტეს გუნდზე ისაუბრა. პაოლოს თქმით, ხვიჩას წასვლას არ უნდა ნანობდნენ, რადგან კვარას წასვლა სურდა და ნერეშის სახით მისი შემცვლელი ჰყავთ.
კანავარო: „თუ ფეხბურთელს გუნდიდან წასვლა სურს, ხელი არ უნდა შეუშალო. კვარას წასვლა არ უნდა ვინანოთ. ჩვენ მისი შემცვლელი გვყავს ნერეშის სახით, ტრავმის გამო გუნდს ვერ ეხმარებოდა, მაგრამ ახლა ბრუნდება.
კონტეს შეუძლია რამდენიმე ფორმაციით ითამაშოს. 3 თუ 4 მცველი? დღევანდელი ფეხბურთის მშვენიერება იმაშია, რომ შენ შეგიძლია რამდენიმე იარაღი გქონდეს. დაცვაში კარგად თამაში ერთ-ერთი იარაღია. 3 მცველით ითამაშებ თუ ოთხით, მთავარია ეს იარაღი კარგად გამოიყენო’’.
ხვიჩა კვარაცხელიას ამჟამინდელი ფორმის გათვალისწინებით კანავაროს შეფასება ნერეშთან დაკავშირებით რეალობას მოკლებულია, ბრაზილიელი ქართველის შემცვლელი ვერ იქნება, ხვიჩა გაცილებით მაღალ დონეზეა, თუმცა გუნდიდან იმ ფეხბურთელის წასვლა, რომელიც იქ თავს კომფორტულად ვერ გრძნობს, სწორი გადაწყვეტილებაა. ნებისმიერ კლუბში ასე უნდა ფიქრობდნენ, რადგან ეს კარგს არაფერს მოიტანს.
ამ სეზონში კვარამ „ნაპოლიში'' 19 მატჩში 5 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი შეასრულა. პსჟ-ში 14 მატჩში მის აქტივში 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.