გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„ვიცი, რამდენად კარგი მეკარეა და არ ვღელავ“ | ლივერპულის ექს-გოლკიპერი მამარდაზე

„ლივერპულის“ ყოფილმა მეკარემ, სანდერ ვესტერველდმა გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე ილაპარაკა. ნიდერლანდელმა გოლკიპერმა ინტერვიუ Liverpool Echo-ს მისცა და საინტერესო განცხადება გააკეთა.

„ძალიან გამიკვირდა, როდესაც ლივერპულმა გიორგი მამარდაშვილი შეიძინა. ამ ბიჭს კარგად ვიცნობ. ესპანეთის ჩემპიონატს თვალს ვადევნებ და ვიცი, რამდენად კარგი მეკარეა. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ნიდერლანდურ ტელევიზიაში ვთქვი, რომ ჩემი აზრით, ის ტურნირის საუკეთესო მეკარე იყო. ასე რომ, ვიცი, რა დონეზეცაა.

არ ვღელავ, მაგრამ ცოტათი უცნაურია, რომ ლივერპულთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, მისი დონე დაეცა და აკრიტიკებენ კიდეც. ჩემი აზრით, ალისონი ნომერ პირველი მეკარე იქნება და მამარდაშვილი სათადარიგო გოლკიპერობისთვის იბრძოლებს“.

ცნობისთვის, ქართველი გოლკიპერი ინგლისურ გრანდს ზაფხულში შეუერთდება. გიორგიმ რამდენჯერმე განაცხადა, რომ მთავარი მეკარის სტატუსის მორგება უნდა და სათადარიგოთა სკამზე ყოფნას არ აპირებს. მიმდინარე სეზონში, „ვალენსიას“ მაისურით მას 24 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 40 გოლი გაუშვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გიოს და კვარას ვუსურვებ, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ“ - შოთა არველაძე
„გიოს და კვარას ვუსურვებ, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ“ - შოთა არველაძე