შერმადინის აღიარება | ქართველი ცენტრი ტურის საუკეთესო კალათბურთელი გახდა
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის, ლიგა ენდესას 24-ე ტურში, გიორგი შერმადინის „ლაგუნა ტენერიფე“ „მორაბანკ ანდორას“ დაუპირისპირდა და ქართველი კალათბურთელის ბრწყინვალე თამაშის წყალობით, 96:84 დაამარცხა. „შერმინატორი“ საკუთარ გუნდში საუკეთესო იყო და 22 ქულა, 10 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.
შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტი 38 გახლდათ და გიორგიმ მატჩის MVP-ის ჯილდო დაისაკუთრა. ქართველმა ცენტრმა კიდევ ერთი აღიარება მოიპოვა და შერმადინი ტურის საუკეთესო კალათბურთელად მიმდინარე სეზონში პირველად დასახელდა.
Gio Shermadini no se cansa de hacer partidazos
— Liga Endesa (@ACBCOM) March 23, 2025
✅ Firma un doble-doble de 22 puntos y 10 rebotes
✅ Hace la mejor marca en valoración de un jugador de @CB1939Canarias en lo que va de curso (38 valoración)
✅¡Y se convierte en el JUGADOR de la JORNADA 24! @gioshermadini ???? pic.twitter.com/NoZF2qGyop
„მიმდინარე სეზონში, გიორგი შერმადინს ეს აღიარება აქამდე არ მოუპოვებია, მაგრამ თუ ვინმეს ეგონა, რომ მისი ლეგენდა ზრდას არ განაგრძობდა, მაგრად შეცდა. ამ კვირას, მორაბანკ ანდორას წინააღმდეგ, შერმადინმა კიდევ ერთი ბრწყინვალე გამოსვლა აჩვენა“, - წერს ლიგა ენდესას ოფიციალური ვებგვერდი.
შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო კალათბურთელი კარიერაში 23-ედ გახდა. ქართველი კალათბურთელის „ლაგუნა ტენერიფეს“ 19 მოგება და 5 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციას იკავებს.