ილია თოფურია, ჯო როგანი
Aa
Aa

„ძალიან სახიფათო მებრძოლია“ | რა თქვა ჯო როგანმა ილია თოფურიაზე

UFC-ის კომენტატორმა, ჯო როგანმა საკუთარ პოდკასტში ილია თოფურიაზე ისაუბრა. როგანმა საბრძოლო ორგანიზაციაში არსებულ წონით დივიზიონებზე გაამახვილა ყურადღება და „ელ მატადორის“ მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„მაქს ჰოლოუეი ფიზიკურად ძალიან დიდი იყო, როდესაც მსუბუქ წონით დივიზიონში ავიდა და ჯასტინ გეიჯის ეჩხუბა. მაქსმა წონა სწორად მოიმატა და ფანტასტიკურად გამოიყურებოდა. საინტერესოა, ილია თოფურიას ნოკაუტი მასზე რამხელა გავლენას მოახდენს, რადგან მაქსი ძალიან მაგრად სცემეს.

ილია უაღრესად სახიფათო მებრძოლია და ძალიან ტექნიკურია. მისი სტრაიკინგი, დისტანციის სწრაფად შემცირებისა და საწყის წერტილში დაბრუნების უნარი და ოქტაგონზე გადაადგილება გამორჩეულია. გარდა ამისა, თავის მოძრაობის კუთხითაც, კომფორტულადაა. თოფურია სხვებზე ერთი ნაბიჯით წინაა. ვფიქრობ, ქვემსუბუქში წონის დასაფიქსირებლად ბევრს იკლებდა და საერთოდ, წონის კლება ამოსაღებია. ამას სერიოზული ზიანი მოაქვს და ახალი წონითი დივიზიონებია დასამატებელი“.

ცნობისთვის, თოფურია ქვემსუბუქი წონითი დივიზიონიდან მსუბუქ წონით დივიზიონში ავიდა და საკუთარ მეტოქეს ელოდება. იწერებოდა, რომ „ელ მატადორი“ საჩემპიონო ორთაბრძოლას მიიღებდა და ისლამ მახაჩევს დაუპირისპირდებოდა, მაგრამ ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ის საჩემპიონო ჩხუბს იმსახურებს“ – კორმიემ ბრედი დაახასიათა
„ის საჩემპიონო ჩხუბს იმსახურებს“ – კორმიემ ბრედი დაახასიათა