სანდრო მამუკელაშვილი, არ ჯეი ბარეტი
Aa
Aa

16 წუთში 13 ქულა დააგროვა | მამუკელაშვილის სან ანტონიომ ტორონტო გაანადგურა

სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმა“ ზედიზედ მესამე თამაში მოიგო. გამთენიისას, ქართველი კალათბურთელი და მისი თანაგუნდელები „ტორონტო რეპტორსს“ დაუპირისპირდნენ და მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს - 123:89.

სანდრომ პარკეტზე 16 წუთზე ოდნავ მეტი გაატარა, მაგრამ პროდუქტიული იყო და აქტივში 13 ქულა, 7 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება ჩაიწერა. მამუკელაშვილმა 6-დან 2 სამქულიანი, 4-დან 2 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო სროლა გამოიყენა.

Video Player is loading.
Advertisement
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      „სან ანტონიოს“ რიგებში საუკეთესო დევინ ვესელი იყო - 25 ქულა, 6 მოხსნა. ჯულიან ჩემპენიმ 20 ქულა დააგროვა. სტეფონ კასლმა მატჩი 15 ქულით დაასრულა. „ტორონტოს“ მხრიდან 22 ქულით სკოტი ბარნსი გამოირჩა. არ ჯეი ბარეტს 18 ქულა და 7 მოხსნა ჰქონდა.

      „სან ანტონიოს“ 31 მოგება და 39 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მეათე ადგილზე მყოფ „დალას მავერიქსს“ 3 გამარჯვებით ჩამორჩება. „სპურსი“ მომდევნო შეხვედრას „დეტროიტ პისტონსის“ წინააღმდეგ გამართავს და მატჩი 26 მარტს გაიმართება. NBA-ის მიმდინარე რეგულარული სეზონის დასრულებამდე „სან ანტონიოს“ 12 თამაში დარჩა და „სპურსი“ პლეი-ინში მოხვედრის თეორიულ შანსს ინარჩუნებს.

      მსგავსი სიახლეები

      ცხელი ამბები
      ასევე დაგაინტერესებთ
      MVP-ის ჯილდო ყოფილ გუნდთან - შერმადინმა ტენერიფეს მოაგებინა
      MVP-ის ჯილდო ყოფილ გუნდთან - შერმადინმა ტენერიფეს მოაგებინა