„ასეთი სირცხვილი აღარ უნდა განმეორდეს“ - სომხების კომენტარები საქართველოსთან მარცხზე
Aa
Aa

„ასეთი სირცხვილი აღარ უნდა განმეორდეს“ - სომხების კომენტარები საქართველოსთან მარცხზე

სომხეთის ნაკრების კაპიტანმა, ვარაზდატ ჰაროიანმა საქართველოსთან გამანადგურებელი მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას სომეხ გულშემატკივარს ბოდიში მოუხადა და გასახდელში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

რა თქვა ჰაროიანმა:

„გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი და მხარდაჭერისთვის, ჩვენს გვერდში დგომისთვის მადლობას ვეუბნები. ბოდიში, ამ დაშვებული შეცდომებისთვის“.

„თამაშის შემდეგ გუნდს დიდი ხანი ვესაუბრე, ყველა დიდი ხნის განმავლობაში ვლაპარაკობდით და საკუთარ თავებს ყველა დავპირდით, რომ ასეთი მარცხი აღარ განმეორდება. ვიმედოვნებ, ბიჭები ყველაფერს გაიგებენ და აუცილებელია, ყველა ერთად ვიდგეთ. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავაანალიზოთ ჩვენი შეცდომები და უნდა დავპირდეთ საკუთარ თავებს, რომ ასეთი სამარცხვინო წაგებები აღარ იქნება. ახლა რაიმეზე საუბარი და კომენტარის გაკეთება რთულია, ემოციები ჭარბობს, მაგრამ ვისი, რასაც გპირდებით, ამას როგორც კაპიტანი ისე გეუბნებით. როგორც ნაკრების კაპიტანი ყველაფერს გავაკეთებ, რომ მსგავსი სირცხვილი აღარ განმეორდეს“.

დღევანდელ მარცხზე ჟურნალისტებთან სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, არმენ მელიკბეკიანმაც ისაუბრა.

არმენ მელიკბეკიანი:

„თამაშის შემდეგ ფედერაციის წარმომადგენლებს გუნდის მწვრთნელებთან და ფეხბურთელებთან ხანგრძლივი, მკაცრი და სერიოზული საუბარი გვქონდა, რის შემდეგაც მივედით დასკვნამდე, რომ ეს გამოწვევა მივიღოთ. დარწმუნებული ვარ, რომ გუნდს წინსვლა შეუძლია. ამ შედეგისთვის კი საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი.

მზად ვართ, რომ ეს ყველაფერი, ეს სირთულეები დავძლიოთ. პრობლემები შიგნიდან უნდა გადაიჭრას და ივნისში უფრო ძლიერები უნდა დაბრუნდეთ. იმედი მაქვს, ზაფხულში ყველაფერი განსხვავებულად იქნება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კარგად მოვემზადოთ და სექტემბერში, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე კონკურენტუნარიანი გუნდი გვყავდეს.

„ეს არის ფედერაციის, სამწვრთნელო შტაბისა და ფეხბურთელების ერთობლივი განცხადება. ეს იმ ხანგრძლივი საუბრის შინაარსია“.

სომხეთის ნაკრებთან, ორმატჩიან დუელში 9:1 გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მომდევნო სეზონისთვის კვლავ B დივიზიონში თამაშის უფლება მოიპოვა, სომხეთის ნაკრები კი C დივიზიონში დარჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სომეხ გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი“ - ვანტ სხიპი საქართველოსთან მარცხის შემდეგ
„სომეხ გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი“ - ვანტ სხიპი საქართველოსთან მარცხის შემდეგ