„გიოს და კვარას ვუსურვებ, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ“ - შოთა არველაძე
საქართველოს ნაკრების ლეგენდარულმა ფეხბურთელი და საუკეთესო ბომბარდირი, შოთა არველაძე სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრების სომხეთთან გამარჯვებას გამოეხმაურა და ბომბარდირთა დავაზეც ისაუბრა.
ვეტერანმა ფეხბურთელმა იმედი გამოთქვა, რომ გიორგი მიქაუტაძე და ხვიჩა კვარაცხელია მის მიერ მიღწეულ შედეგს მალე გააუმჯობესებენ.
რას წერს არველაძე:
ვისურვებ, რომ ეს გამარჯვების მენტალიტეტი და ემოციები არაფერმა შეცვალოს. სავსე დინამო არენა და საფეხბურთო ნაკრების ასეთი თამაში, ჩვენი რეალობის საუკეთესო სანახაობაა. გიოს და კვარას კი ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება.
შეგახსენებთ, რომ 26 გოლით შოთა არველაძე საქართველოს ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია, გიორგი მიქაუტაძეს 20 გოლი აქვს, ხვიჩა კვარაცხელიას კი 18.