გიორგი შერმადინი
Aa
Aa

MVP-ის ჯილდო ყოფილ გუნდთან - შერმადინმა ტენერიფეს მოაგებინა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის XXIV ტურში გიორგი შერმადინმა უმაღლეს დონეზე იასპარეზა. „ლაგუნა ტენერიფემ“ საკუთარ დარბაზში ქართველი ცენტრის ყოფილი კლუბი „მორაბანკ ანდორა“ 12-ქულიანი სხვაობით, 96:84 დაამარცხა, გიორგი კი სარგებლიანობის კოეფიციენტით ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო გახლდათ და მატჩის MVP-ის პრიზი სრულიად დამსახურებულად მიიღო.

შერმადინმა ორმაგი დუბლი შეასრულა და პარკეტზე გატარებულ 31 წუთში 22 ქულასთან ერთად, 10 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება დააგროვა. მან საშუალო დისტანციიდან თერთმეტიდან რვა ტყორცნა გამოიყენა, საჯარიმოები კი 100-პროცენტიანი (ექვსიდან ექვსი) სიზუსტით ჩააგდო. ათიდან მოხსნიდან ექვსი დაცვაში, ოთხი კი თავდასხმაში ასპარეზობისას შეასრულა, ბურთი არც ერთხელ დაუკარგავს და არც ერთი პერსონალური ჯარიმა არ მიუღია.

19 მოგებითა და 5 წაგებით „ლაგუნა ტენერიფე“ ლიგა ენდესას სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და ლიდერ მადრიდის „რეალს“ მხოლოდ ქულების უარესი შეფარდებით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბითაძის უქულო მატჩი - ორლანდომ ვაშუნგტონს მოუგო
ბითაძის უქულო მატჩი - ორლანდომ ვაშუნგტონს მოუგო