არ ვიცი ეს მითქმა-მოთქმა საიდან გაჩნდა | კაშია ნაკრებიდან შესაძლო წასვლაზე
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ ნაკრებიდან შესაძლო წასვლაზე გავრცელებულ მითქმა-მოთქმას უპასუხა. მან ამ თემაზე სომხეთთან მოგების შემდეგ ისაუბრა.
გურამ კაშია: „არ ვიცი საიდან გაჩნდა მითქმა-მოთქმა ჩემი ნაკრებიდან წასვლის შესახებ. ეს მეც გავიგე და არ ვიცი, ამაზე რატომ საუბრობენ. სანამ ნაკრებს დავჭირდები, ნაკრებთან ერთად ვიქნები. თუ ნაკრებს კაპიტნად დავჭირდები, კაპიტნად ვიქნები. საკუთარ თავზე ბევრი ლაპარაკი არ მინდა’’.
მუნდიალის შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის გურამ კაშიას მთავარი გამოწვევა ახალ სქემაში თამაში იქნება. რამდენად შეძლებს ვეტერანი მცველი ორცენტრალურმცველიან ფორმაციაში კარგად თამაშს, რადგან ასეთ შემთხვევაში ნაკლები დამზღვევი ეყოლება და სწრაფი მოქმედებები საჭირო და აუცილებელი იქნება. 4 ივლისს კაშია 38 წლის გახდება. მიუხედავად ამისა, კარგ ფიზიკურ ფორმაშია და ნაკრებიდან წასვლას არ აპირებს.
გურამ კაშია ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდსმენია (124 მატჩი).