სამშობლოში დაბრუნება სურს - კეინი ლივერპულს შესთავაზეს
Aa
Aa

სამშობლოში დაბრუნება სურს - კეინი ლივერპულს შესთავაზეს

ჰარი კეინი „ტოტენჰემში“ ასპარეზობის მსგავსად, „ბაიერნშიც“ სუპერშედეგიანია, თუმცა 31 წლის ინგლისელი ფორვარდი უახლოეს მომავალში კლუბის შეცვლის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა El Nacional-ი ავრცელებს, რომლის ცნობითაც, ინგლისის ნაკრების კაპიტანს კარიერის უკანასკნელი წლების სამშობლოში გატარება სურს, თუმცა მისი ტრანსფერით არა მშობლიური „ჰოთსპური“, არამედ „ლივერპულია“ დაინტერესებული.

გავრცელებული ცნობით, „წითლების“ ხელმძღვანელები კეინის წარმომადგენლებს უკვე შეხვდნენ და შესთავაზეს ამბიციური პროექტის გეგმა, რომლის მიხედვითაც, მათმა კლუბმა უახლოეს ორ წელიწადში ჩემპიონთა ლიგა უნდა მოიგოს. ინდივიდუალური პრიზებით განებივრებული ჰარისთვის მთავარი სწორედ გუნდური მიღწევებია, რადგან 2023 წელს ლონდონურიდან მოუნხენურ კლუბში სწორედ იმ მიზეზით გადაბარგდა, რომ არც ერთი ტიტული არ ჰქონდა მოგებული, თუმცა მოხდა სასწაული და „ბაიერნი“ სწორედ მისი ტრანსფერის შემდეგ ბოლო ათ წელიწადში ბუნდესლიგის ვერცხლის სინის გარეშე პირველად დარჩა.

ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რამდენს გადაუხდის „ლივერპული“ „ბაიერნს“ კეინის სანაცვლოდ, რომელსაც რეკორდმაისტერთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ცნობისათვის, ინგლისელმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე გამართულ 37 მატჩში თავი 32 გოლითა და 11 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კეინის მეშვიდე ჰეთ-თრიკი - ინგლისელმა ჰოლანდს აჯობა
კეინის მეშვიდე ჰეთ-თრიკი - ინგლისელმა ჰოლანდს აჯობა