გურამ თუშიშვილი, გიორგი ჯაბნიაშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი
Aa
Aa

3 მედალი დასკვნით დღეს - თბილისის გრანდ სლემი დასრულდა

თბილისში, ძიუდოისტთა ტრადიციული გრანდ სლემის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრებმა 3 მედალი მოიპოვა.

+100 კგ. წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილს ოქროს მედლის მოპოვება შეეძლო, თუმცა, სამწუხაროდ, ქართველი ფალავანი რუს ინალ ტასოევთან დაძაბულ ბრძოლაში იუკოთი დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ამავე წონაში, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ირაკლი დემეტრაშვილმა, რომელმაც ოქროს დროში უზბეკ ჯუდოკას ვაზარით აჯობა.

დღესვე, ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა -90 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი ჯაბნიაშვილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები