20 მილიონის გამო - იუვენტუსი რადიკალურ ნაბიჯს არ გადადგამს
„იუვენტუსის“ ბოლოდროინდელი წარუმატებელი თამაშის მიუხედავად კლუბის ხელმძღვანელები მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ტიაგო მოტას განთავისუფლებას არ ჩქარობენ, რაც იტალიური პრესის წარმომადგენლების გაოცებას იწვევდა. თუმცა, როგორც ახლა ირკვევა, ბიანკონერის შეფებს ასეთი თავშეკავებისთვის საკმაოდ წონადი არგუმენტები ჰქონიათ და რადიკალური ნაბიჯების გადადგმისგან წლევანდელი სეზონის დასრულებამდეც რომ შეიკავონ თავი, არავინ არ გაამტყუნებს.
საქმე იმაში გახლავთ, რომ მოტასთან კონტრაქტის ნაადრევად შეწყვეტის შემთხვევაში, მისთვის და მისი სამწვრთნელო შტაბის წევრებისთვის კომპენსაციის სახით 20 მილიონის გადახდა მოუწევთ. იმ შემთხვევაში, თუ ტიაგო შემცვლელის მუშაობის პირობებშიც ვერ მიაღწია „ბებერმა სინიორამ“ მიზანს, ეს კლუბს დამატებით 50-მილიონიან დანაკარგს მოუტანს, რაც უკვე ბიუჯეტში სერიოზულ დეფიციტს გამოიწვევს.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსის“ სატურნირო მდგომარეობა საგანგებო ნამდვილად არის და მეხუთე ადგილზე იმყოფი ტურინელები ჩემპიონთა ლიგის ზონას მხოლოდ ქულით ჩამორჩებიან.