ლეონ ედვარდსი, დენიელ კორმიე, შონ ბრედი
Aa
Aa

„ის საჩემპიონო ჩხუბს იმსახურებს“ – კორმიემ ბრედი დაახასიათა

უკვე ძალიან დიდი ხანია შონ ბრედი UFC-ის ნახევრადსაშუალო წონით დივიზიონში მისთვის საჩემპიონო შეხვედრის ჩანიშვნას ითხოვს და გუშინ, ლონდონში გამართულ ღონისძიების მთავარ ორთაბრძოლაში ლეონ ედვარდსის დამარცხების შემდეგ, წესით და რიგით, მისი პრეტენზიები კიდევ უფრო საფუძვლიანი უნდა გახდეს. ამავე აზრზეა, შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟიული ორგანიზაციის ორი წონითი დივიზიონის ჩემპიონი დენიელ კორმიე, რომელიც ამჟამად UFC-ის ღონისძიებებს უკეთებს კომენტირებას.

რას ამბობს კორმიე

ედვარდსის დაფინიშება თუ ვინმეს იოლი ჰგონია, ძალიან ცდება. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ 32 წლის ბრედის ქამრის პრეტენდეტობა ზღაპარი აღარავისთვის არ უნდა იყოს და თქვენს წინაშე ჩემპიონობის პრეტენდენტია.. ლეონი არის მებრძოლი, რომელიც კარიერის დასაწყისში კარგი სტრაიკინგით გამოირჩეოდა, ბოლო პერიოდში კი ჭიდაობაც ისწავლა, რის გამოც სრულყოფილ მებრძოლად იქცა. ასე რომ, ბრედის პერფომანსს მე პირადად ნამდვილ გმირობად მივიჩნევ.

შეგახსენებთ, რომ ნახევრადსაშუალო წონის მოქმედი ჩემპიონი ბელალ მუჰამადია, რომელმაც ედვარდსი-ბრედის ბრძოლაზე საკუთარი შეფასებისას აღნიშნა, რომ შონმა ლეონი მისი ტაქტიკით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პოტენციალი ვერ გამოიყენა, შესაძლოა UFC-დან გარიცხონ“ - Bloody Elbow ქუთათელაძეზე
„პოტენციალი ვერ გამოიყენა, შესაძლოა UFC-დან გარიცხონ“ - Bloody Elbow ქუთათელაძეზე