გურამ თუშიშვილი
Aa
Aa

თბილისის გრანდ სლემი - თუშიშვილი ფინალში გავიდა

თბილისის გრანდ სლემის ნახევარფინალში გურამ თუშიშვილი მონღოლ გონჩიგსურენ ბახტუაგის დაუპირისპირდა და იპონით დაამარცხა. ქართველი ძიუდოისტი ფინალში გავიდა და ზედიზედ მეორედ ეცდება თბილისის გრანდ სლემის მოგებას.

ცნობისთვის, ფინალამდე თუშიშვილმა იბრაგიმ მარგიევი, იანის ანტონიუ და როგორც უკვე მოგახსენეთ ბახუაგი დაამარცხა.

ასევე გეტყვით, ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს გიორგი ჯაბნიაშვილს, რომელიც ნახევარფინალში ალექსის მიტაუასთან დამარცხდა.

სენსაციური გამოდგა ილია სულამანიძის გამოსვლა, რომელსაც შვედმა კარლ ბაატემ აჯობა. ასევე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს ირაკლი დემეტრაშვილი.

თბილისის გრანდ სლემზე ჯერჯერობით ოქროს მედლები ლაშა შავდათუაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვეს. დღევანდელი ფინალური ბლოკი 17:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები