ნეიმარი, რონალდო ნაზარიო
Aa
Aa

“თავის გაწირვა მოუწევს“ - რონალდო ნეიმარის სანაკრებო კარიერაზე

როგორც მოგეხსენებათ, ნეიმარი სანტოსში დაბრუნების შემდეგ, კარგ ფორმაში ჩადგა და გოლების გატანა დაიწყო, რამაც მისი ეროვნულ ნაკრებში დაბრუნება გამოიწვია, თუმცა მისი სელესაოს რიგებში თამაში კვლავ გადაიდო. ამის მიზეზი კი მორიგი ტრავმა გახდა.

ნეიმარის ბრაზილიის ნაკრებში დაბრუნებასთან დაკავშირებით, ლეგენდარულმა რონალდო ნაზარიომ ისაუბრა.

რონალდო:

„მჯერა, რომ ნეიმარი მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში იქნება. მას შესანიშნავი ნიჭი აქვს, მაგრამ საკუთარი თავის გაწირვა მოუწევს. ეს მხოლოდ მასზეა დამოკიდებული.

ეს არის მსხვერპლი, რომელიც ღირს. მსოფლიო ჩემპიონატამდე ერთი წელი დარჩა. თუ ის აქ კარგ დონეზე ითამაშებს, მას შესანიშნავი შანსი ექნება, მაგრამ მსხვერპლის გაწევა აუცილებლად მოუწევს. მან მხოლოდ ბევრი უნდა ივარჯიშოს, სწორ რეჟიმში ჩადგეს და სწორად ჭამოს.“

შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა ალ ჰილალში გადასვლის შემდეგ, საფეხბურთო ფორმა მთლიანად დაკარგა და წლისნახევრის განმავლობაში ტრავმების გამო მხოლოდ 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მიმდინარე სეზონში, 33 წლის ბრაზილიელმა სანტოსის მაისური 9-ჯერ მოირგო, 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფაბრიციო რომანო: “ტერ შტეგენი 3 კვირის შემდეგ სათამაშოდ მზად იქნება“
ფაბრიციო რომანო: “ტერ შტეგენი 3 კვირის შემდეგ სათამაშოდ მზად იქნება“