ნიკა ნათიშვილი, დაჩი ცალუღელაშვილი
Aa
Aa

ბაიერნს და იუვენტუსს გაუტანა | ნათიშვილის გოლები Infinity League-ში

მინი-ფეხბურთის ტურნირ Infinity League-ში, რომელსაც მიუნხენმა უმასპინძლა, მილანის „ინტერის’’ შემადგენლობაში ქართველმა ფეხბურთელებმა, 16 წლის ნიკა ნათიშვილმა და 18 წლის დაჩი ცალუღელაშვილმა ითამაშეს.

ნათიშვილმა ორი გოლი გაიტანა, ჯერ „ბაიერნს’’ შეუგდო, შემდეგ - „იუვენტუსს’’. „ბაიერნს'' მოედნის ცენტრიდან გაუტანა, მარცხენა ფეხით იდეალურად ზუსტად დაარტყა. რაც შეეხება მეორე გოლს, ხავიერ ძანეტის დრიბლინგის შემდეგ შეტევა გოლით დაასრულა.

 

„ინტერის’’ შემადგენლობაში მათთან ერთად ხავიერ ძანეტი, გეორგიოს კარაგუნისი და ესტებან კამბიასო  ვიხილეთ. მთავარი მწვრთნელი ფრანკო ბარეზის ძმა ჯუზეპე ბარეზი იყო, რომელიც 1976-92 წლებში „ინტერში'' თამაშობდა.

აღნიშნულ ტურნირში „ინტერი,’’ „ბაიერნი,’’ „დორტმუნდი’’ და „იუვენტუსი’’ მონაწილეობდნენ. ფინალში „ბაიერნმა’’ „დორტმუნდს’’ მოუგო.

CrystalSport-ის ცნობით, „ინტერმა'' საქართველოში მდებარე „ინტერის'' აკადემიას აღნიშნული ტურნირისთვის ორი ფეხბურთელის არჩევა შესთავაზა, აკადემიამ ნათიშვილსა და ცალუღელაშვილზე გააკეთა არჩევანი.

2024 წელს საქართველოს 16-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ხიზანიშვილმა ნიკა ნათიშვილი UEFA-ს განვითარების თასზე ათამაშა, რომელიც მალტაზე გაიმართა. Infinity League-ში ფორვარდად ჩაწერეს, დიდ მოედანზე ცენტრალური მცველისა და ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციებზე თამაშობს. როცა გუნდი სამი ცენტრალური მცველით გამოდის, ნიკა მარცხენა ცენტრალური მცველია. ნიკა ცაციაა და მარცხენა ფეხით „ბაიერნს'' შესანიშნავი გოლი გაუტანა.

რაც შეეხება ცალუღელაშვილს, „ინტერის'' აკადემიის მოთამაშეა, საყრდენი ნახევარმცველია და ამავდროულად საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრების წევრია. ფუტსალში უნივერსალია, ყველა პოზიციაზე შეუძლია თამაში.

ფოტოზე ქართველი ფეხბურთელები ფაბიო გალანტესთან ერთად, რომელიც „ინტერში'' 1996-98 წლებში თამაშობდა, 1997-98 წლების სეზონში UEFA-ს თასი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„აიაქსში მიქაუტაძისთვის პოზიციის გამოძებნა ვცადე და არ გამომივიდა - სომხების მწვრთნელი თამაშამდე
„აიაქსში მიქაუტაძისთვის პოზიციის გამოძებნა ვცადე და არ გამომივიდა - სომხების მწვრთნელი თამაშამდე