იუვენტუსი, ტიაგო მოტა, იგორ ტუდორი
Aa
Aa

აფეთქებამდე ცოტაა დარჩენილი - იუვენტუსი მოტას იგორ ტუდორით ჩანაცვლებას გეგმავს

მიმდინარე სეზონში ტურინის იუვენტუსი საშინელ ფორმაშია და მეტწილად ამ ყველაფერს ახალ მთავარ მწვრთნელს ტიაგო მოტას აბრალებენ.

იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იუწყება, რომ შესაძლოა მოტა უახლოეს დღეებში გაათავისუფლონ.

დი მარციო:

„კრიტიკული სიტუაცია იუვენტუსში. აფეთქებამდე ერთი ნაბიჯია. ტურინული კლუბი ტიაგო მოტას გათავისუფლებას გეგმავს. მის შემცვლელად კი იგო ტუდორი განიხილება.“

ალბათ ცოტამ თუ დაიჯერა ბებერი ქალბატონის სპორტული დირექტორის კრისტიანო ჯუნტოლის სიტყვები, რომელიც მოტას პოზიციას ამყარებდა და მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა.

სიტუაცია ძალიან რთულია. იუვე ფლორენციაში ფიორენტინასთან 0:3 დამარცხდა, შემდეგ შინ ატალანტასთან 0:4 და კოპა იტალიას ემპოლიმ გამოთიშა. ამ ყველაფრის გვირგვინი კი ჩემპიონთა ლიგაზე პსვ-სთან წაგებაა.

ბიანკონერი არც სერია ა-ში ბრწყინავს. ტიაგო მოტას გაწვრთნილი გუნდი 29 ტურის შემდეგ, 29 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფება და ლიდერ ინტერს 12 ქულით ჩამორჩება.

რაც შეეხება იგორ ტუდორს, მას სერია ა-ში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. ის სხვადასხვა დროს ვერონას, უდინეზეს და ლაციოს დამრიგებელი იყო.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უარი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე - ტრენტს რეალში თამაში სურს
უარი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე - ტრენტს რეალში თამაში სურს