ფაბრიციო რომანო: “ტერ შტეგენი 3 კვირის შემდეგ სათამაშოდ მზად იქნება“
როგორც მოგეხსენებათ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი დიდი ხანია ბარსელონას ვერ ეხმარება. მის ნაცვლად ახლა ბლაუგრანას კარს ვოიცეხ შჩესნი იცავს.
თითქოს, გერმანელ კარის დარაჯს მთელი სეზონი უნდა გამოეტოვებინა, მაგრამ, როგორც ჩანს, მისი რეაბილიტაცია იმაზე უკეთ მიმდინარეობს, ვიდრე მედიკოსები ვარაუდობდნენ.
ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე იუწყება, რომ ტერ შტეგენი 3 კვირის შემდეგ სათამაშოდ მზად იქნება. ეს კი ბარსასთვის მართლაც მნიშვნელოვანი სიახლეა.
კატალონიური გრანდი სეზონის გადამწყვეტ ნაწილში შევიდა. ჰანსი ფლიკის გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში დორტმუნდს დაუპირისპირდება, ლა ლიგაში კი რეალს პოტენციურად 3 ქულით უსწრებს. ბარსა ასევე კოპა დელ რეის ნახევარფინალშიც არის გასული.
ცნობისთვის, ტერ შტეგენმა უმძიმესი ტრავმა 2024 წლის 23 სექტემბერს მიიღო, რის გამოც დღემდე 50 მატჩი გამოტოვა.