უარი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე - ტრენტს რეალში თამაში სურს
დიდი ხანია მადრიდის რეალი ტრენტ ალექსანდრ-არნოლდს უმიზნებს და როგორც ჩანს, ყველაფერი ბლანკოსის გეგმის მიხედვით მიდის.
ესპანური MARCA-ს ინფორმაციით, ინგლისელმა ფეხბურთელმა ლივერპულის კიდევ ერთი წინადადება უარყო, რომელიც კონტრაქტის გახანგრძლივებას ეხება.
წყაროს ცნობით, ტრენტმა გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მიიღო და მას არაფერი შეცვლის. არნოლდის მადრიდის რეალთან ერთგულება დადასტურებულია.
შეგახსენებთ, რომ სამეფო კლუბს ლივერპულის უკანახაზელის გადაბირება ჯერ კიდევ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სურდა და 15 მილიონსაც იხდიდა, თუმცა მერსისაიდულმა გრანდმა ის არ გაუშვა.
ახლა კი ვითარება მნიშვნელოვნად შეცვლილია. ტრენტის ხელშეკრულება მიმდინარე წლის ივნისში იწურება და ის რეალს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
შეგახსენებთ, რომ არნოლდი ლივერპულის აღზრდილი გახლავთ, პირველ გუნდში კი 2016 წლიდან თამაშობს. დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 349 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 22 გოლი გაიტანა და 87 საგოლე გადაცემა შეასრულა.