“ჯობს ჩუმად იყო“ - თოფურიამ ოლივეირას მიმართა
UFC-ის მსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა, ჩარლზ ოლივეირამ პოტენციურ მეტოქეებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ილია თოფურიასთან ჩხუბი არ აინტერესებს.
თავის მხრივ, არც ილია თოფურიამ დატოვა უპასუხოდ ჩარლზ ოლივეირა და ტვიტერის საკუთარი გვერდიდან მიმართა.
რას წერს ილია?
„ჩარლზ, ჯობს ჩუმად იყო. 10 მარცხი გაქვს. აქედან 5 ნოკაუტით, 4 მახრჩობელათი და 1 მსაჯების გადაწყვეტილებით. შენ კონტენდერი ხარ, მე კი ჩემპიონი, მთელი დივიზიონის მამა. აქ იმისთვის არ მოვსულვარ, რომ რაიმე გკითხო. აქ ყველაფერს მე ვწყვეტ.“
Charles, it's better if you stay quiet. You have 10 losses: 5 by knockout, 4 by submission, and 1 by decision. You are the contender, while I am the champion, the father of the entire division. I haven't come here to ask anything. Here, I am the one in charge.
— Ilia Topuria (@Topuriailia) March 22, 2025
რამდენიმე დღის წინ რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მსუბუქი წონის ჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმა ილია თოფურიასთან ჩხუბზე უარი თქვა და განაცხადა, რომ სატიტულო ბრძოლამდე „ელ მატადორმა“ ახალ წონაში სხვა მებრძოლებთან უნდა იჩხუბოს.
ასევე ცნობილი გახდა, რომ ქართველი მებრძოლის შემდეგი მოწინააღმდეგე დაახლოებით ერთ კვირაში გახდება ცნობილი.