შენგელია საუკეთესო იყო - ბოლონია ტრიესტესთან დამარცხდა
იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში ვირტუს ბოლონია ტრიესტეს ესტუმრა და 78:85 დამარცხდა.
გამორჩეული მატჩი ჰქონდა თორნიკე შენგელიას, რომელმაც შეხვედრაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 34 წუთი გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 25 ქულას, 7 მოხსნას და 4 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. მსგავსი შედეგი არავის დაუფიქსირებია და ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო.
შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის შემდეგ, ვირტუს ბოლონია მეორე ადგილზე ჩამოქვეითდა. შენგელიას გუნდი და ტრაპანი 32/32 ქულით პირველ/მეორე ადგილს იყოფს.
შემდეგ ტურში, ბოლონია რეჯიანას უმასპინძლებს. იქამდე კი ევროლიგაზე ჯერ ცრვენა ზვეზდას ესტუმრება, შემდეგ კი ალბა ბერლინს.
Finale a Trieste ❌ pic.twitter.com/1ganDNSeOX
— Virtus Segafredo Bologna (@VirtusSegafredo) March 22, 2025