ფრენკ რიბერი
Aa
Aa

“კინაღამ ფეხი მომაჭრეს“ - რიბერიმ კარიერის ბოლო წელი გაიხსენა

როგორც მოგეხსენებათ, ფრენკ რიბერიმ საფეხბურთო კარიერა 2022 წელს სალერნიტანაში დაასრულა.

ამის ერთ-ერთ მიზეზი ფრანგის გამუდმებული ტრავმები იყო, თუმცა მას ამ საკითხთან დაკავშირებით საჯაროდ არასდროს უსაუბრია.

დღეს კი „მამლების“ ყოფილმა ვარსკვლავმა ფრანგულ ავტორიტეტულ გამოცემა L’equipe-თან ისაუბრა.

რიბერი:

„მუხლი უფრო და უფრო მტკიოდა. მატჩებს შორის აღარ ვვარჯიშობდი, რადგან გამუდმებით გამოჯანმრთელების პროცესი მიმდინარეობდა. ავსტრიაში ოპერაცია გავიკეთე, მუხლი გამიჭრეს. მუხლი გამიჭრეს და შიგნით პატარა თეფში ჩამიდგეს. სამწუხაროდ, 5 თვის შემდეგ ინფექცია განვითარდა.

მუხლი კიდევ ერთხელ გამიჭრეს და თეფში ამოიღეს, თუმცა ინფექციამ ყველაფერი შეჭამა. ფეხზე ნახვრეტები გამიჩნდა და ოქროსფერი სტაფილოკოკი დამემართა. ავსტრიის საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში 12 დღე გავატარე. ძალიან მეშინოდა. საქმე კინაღამ იქამდე მივიდა, რომ კინაღამ ფეხი მომაჭრეს.“

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს, მიუნხენის ბაიერნის დატოვების შემდეგ, რიბერიმ კარიერა იტალიაში გააგრძელა. ჯერ ფიორენტინას ღირსებას იცავდა, ხოლო შემდეგ, როგორც უკვე მოგახსენეთ სალერნიტანასი.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტრავმა სერიოზული არ არის - ლოჩოშვილი პალერმოსთან ითამაშებს
ტრავმა სერიოზული არ არის - ლოჩოშვილი პალერმოსთან ითამაშებს