„პოტენციალი ვერ გამოიყენა, შესაძლოა UFC-დან გარიცხონ“ - Bloody Elbow ქუთათელაძეზე
ავტორიტეტული სპორტული გამოცემა Bloody Elbow, რომელიც შერეული ორთაბრძოლებისა და UFC-ის შესახებ წერს, გურამ ქუთათელაძისა და კაუე ფერნანდესის ჩხუბს ეხმიანება, რომელიც ლონდონში Fight Night-ის ფარგლებში გაიმართა და ბრაზილიელის გამარჯვებით დასრულდა.
რას წერს გამოცემა:
„მიუხედავად იმისა, რომ გურამ ქუთათელაძის კუთხეში ხამზატ ჩიმაევის, ილია და ალექსანდრე თოფურიების სახით სუპერგუნდი შეიკრიბა, ოქტაგონზე დაბრუნებული „ქართველი ვიკინგის“ გამოსვლა იმედგამაცრუებელი იყო. ქუთათელაძემ ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ჩხუბი შემოგვთავაზა, კაუე ფერნანდესმა კი მას შანსი არ დაუტოვა.
ჩხუბის პირველივე წუთებიდან 33 წლის ქუთათელაძეს აშკარად უჭირდა ფერნანდესის ფეხით განხორციელებულ დარტყმებთან გამკლავება. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ქართველი პირველი რაუნდის ბოლომდე ვერ გაძლებდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა.
მიუხედავად ამისა, მეორე და მესამე რაუნდებში ანალოგიური სურათი ვიხილეთ და ფერნანდესი „ფინიშით“ მოგებასთანაც ახლოს იყო, თუმცა ქუთათელაძემ ჩხუბი ბოლომდე მიიყვანა, სადაც ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.
საბოლოო ჯამში, UFC-ში გამოსვლის პერიოდში ქუთათელაძემ თავისი პოტენციალი ვერ გამოიყენა და პრომოუშენიდან გარიცხვის ზღვარზე რჩება. UFC-ში ჩატარებულ 5 ბრძოლაში 2 მოგებითა და 3 მოგებით, ქუთათელაძეს შესაძლოა ორგანიზაციის ეგიდით კიდევ ერთი ჩხუბის გამართვის შესაძლებლობა აღარ მიეცეს“.