ლაშა შავდათუაშვილი
Aa
Aa

“ამაყი ვარ“ - შავდათუაშვილი თბილისის გრანდ სლემზე გამარჯვების შემდეგ

ლაშა შავდათუაშვილი თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებულია - ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე არმენ აგაიანს „გოლდენ სქორში“ მოუგო.

ფინალური დაპირისპირების შემდეგ, ლაშა შავდათუაშვილმა კომენტარი გააკეთა.

შავდათუაშვილი:

„ეს გამარჯვება გულშემატკივარს მივუძღვენი. გაიზიარეს ჩემი წარმატება. სპორტში ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამაყი ვარ, რომ მოვახერხე კიდევ ერთხელ, მეხუთედ უმაღლესი სინჯის მოპოვება.

კიდევ აღვნიშნავ იმას, რომ დარბაზში ესწრებოდნენ ჩემი პატარა შვილები, რომლებსაც ძალიან უხაროდათ და განიცდიდნენ ჩემს გამოსვლას. ამაყი ვარ, რომ მათთვის მაგალითი ვარ. როდესაც ორთაბრძოლა მიდის, შენ მიგყავს შეხვედრა, შენი ფიქრი და მოტივაცია მხოლოდ ის არის, რომ გამარჯვება შეძლო, აჯობო მოწინააღმდეგეს.

ამ გამარჯვებით, ვფიქრობ, რომ მომავალი ციკლი იქნება წარმატებული. თავს არ ვგრძნობ გადაღლილად. ვფიქრობ, თუ სურვილი გაქვს ამ ასაკშიც შესაძლებელია, რომ კიდევ ბევრი წარმატება მოვუტანო ჩვენს ქვეყანას.“

შეგახსენებთ, რომ ლაშა შავდათუაშვილმა თბილისის გრანდ სლემი ზედიზედ მეორედ მოიგო. ფინალამდე მან რუმინელ ლუჩიან ბორს დუმიტრესკუს, აზერბაიჯანელ რუფატ შოვლატოვს, ავსტრიელ სამუელ გასნერს და ფრანგ ჟოან-ბენჟამინ გაბას მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლაშა შავდათუაშვილი თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებულია
ლაშა შავდათუაშვილი თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებულია