ხვიჩა კვარაცხელია, რუბინი
Aa
Aa

„მინდა ვუსურვო, რომ პროგრესირება გააგრძელოს“ - რუბინის ექსმწვრთნელი ხვიჩაზე

ყაზანის „რუბინის“ ყოფილმა მწვრთნელმა, რომან შარონოვმა ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიდან“ „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლას გამოეხმაურა. შარონოვის თქმით, ხვიჩა ტოპ-მწვრთნელთან მოხვდა, რომლის გუნდშიც კიდევ უფრო კარგად ათამაშდება.

„კვარაცხელიას პარიზში ჰყავს ტოპ-მწვრთნელი, რომელთანაც ხვიჩა აუცილებლად მოუმატებს. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ლიგა 1 დონით სერია ა-ს ჩამოუვარდება.

კვარას მინდა ვუსურვო, რომ პროგრესირება გააგრძელოს. შესაძლოა, ამ ეტაპზე მისთვის ლიგა 1-ში გადასვლა უფრო სასარგებლო იყოს, ვიდრე ინგლისის პრემიერლიგაში თამაში. თავდაპირველად მეგონა, რომ ხვიჩამ მცდარი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ის მატჩების შემდეგ აზრი შევიცვალე.

ლუის ენრიკეს გუნდი შეტევაში ტოპ-ფეხბურთს თამაშობს. ყველა შემტევი ერთიან სისტემას ერგება, მაგრამ ამასთანავე ყველას სრული თავისუფლება აქვს. სამწუხაროა, რომ „ლივერპულთან“ კვარას თამაშგარეს გამო გოლი წაართვეს, მაგრამ იმედია, მომავალში ის ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ გაიტანს. დარწმუნებული ვარ, მას „პარი სენ-ჟერმენში“ თამაში სიამოვნებს“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა „რუბინის“ ღირსებას 2019-2022 წლებში იცავდა. რომან შარონოვი ყურბან ბერდიევის თანაშემწე იყო, 2020 წელს მისი წასვლის შემდეგ კი ლეონიდ სლუცკის დანიშვნამდე, რამდენიმე თვის განმავლობაში „რუბინის“ დროებითი მწვრთნელი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტრავმა სერიოზული არ არის - ლოჩოშვილი პალერმოსთან ითამაშებს
ტრავმა სერიოზული არ არის - ლოჩოშვილი პალერმოსთან ითამაშებს